„ლევერკუზენის“ ცენტრალური მცველი ჯონათან ტა ჩამოყალიბდა იმ საკითხზე, სად სურს მომავალში კარიერის გაგრძელება.
ჟურნალისტ კრისტიან ფალკის ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა უკვე აცნობა „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელობას, რომ გუნდის დატოვება სურს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ გერმანიის ჩემპიონის რიგებში დარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს.
ასევე გერმანულ პრესაში წერენ, რომ „ბაიერნი“ არ მიმართავს ტას წინადადებით, რადგან მცველის გადასვლა „ბარსელონაში“ დროის საკითხია.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ უახლოეს დროში ტას აგენტი შეხვდება „ბარსელონას“ წარმომადგენლებს და განიხილავენ კონტრაქტის დეტალებს.