ჯონათან ტა სეზონის შემდეგ „ლევერკუზენს“ დატოვებს #1TVSPORT
ჯონათან ტა სეზონის შემდეგ „ლევერკუზენს“ დატოვებს #1TVSPORT

„ლევერკუზენისა“ და გერმანიის ნაკრების მცველმა ჯონათან ტამ განაცხადა, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს გერმანულ კლუბს. 29 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები მის გაგრძელებას არ გეგმავენ.

„მე ყველაფერზე ძალიან ღიად ვლაპარაკობ. ყველაფერი თავიდანვე იყო ნათქვამი. იყო მომენტი, როცა მივიღე გადაწყვეტილება არ გამეგრძელებინა კონტრაქტი და აღარ დავრჩენილიყავი აქ“, – მოჰყავს ტას სიტყვები გაზეთ Kicker-ს.

ჯონათან ტა „ლევერკუზენში“ 2015 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან 398 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.