ჯონათან ტა სეზონის ბოლოს „ლევერკუზენს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს #1TVSPORT
ჯონათან ტა სეზონის ბოლოს „ლევერკუზენს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს #1TVSPORT

ლევერკუზენის „ბაიერს“ ცენტრალური მცველი ჯონათან ტა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, – ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით რამდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდება, მათ შორის მიუნხენის „ბაიერნი“ და „ბარსელონა“.

ტა ლევერკუზენის „ბაიერში“ 2015 წელს 7.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ჰამბურგიდან“ გადავიდა. მას შემდეგ ბუნდესლიგაში მან 281 მატჩი ჩაატარა.

2023 წელს ჯონათან ტამ „ბაიერის“ რიგებში გერმანიის ჩემპიონატი და თასი მოიგო.