ჯონათან ტა „ბარსელონას“ პირველი საზაფხულო შენაძენი იქნება #1TVSPORT
ჯონათან ტა „ბარსელონას“ პირველი საზაფხულო შენაძენი იქნება #1TVSPORT

ცნობილი გახდა ფეხბურთელის ვინაობა, ვინც „ბარსელონას“ პირველი შენაძენი გახდება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თავისუფალი აგენტის სტატუსით კატალონურ კლუბში გადავა „ლევერკუზენის“ ცენტრალური მცველი ჯონათან ტა.

უახლოეს პერიოდში გაიმართება „ბარსელონას“ წარმომადგენლების შეხვედრა გერმანელის ფეხბურთელის აგენტთან და იქ განიხილავენ კონტრაქტის ყველა დეტალს. ჯონათან ტა საბოლოოდ ჩამოყალიბდა, რომ სწორედ „ბარსელონაში“ უნდა თამაში ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით და ამის შესახებ სხვა დაინტერესებულ კლუბებს აცნობა.

29 წლის ტა „ლევერკუზენში“ 2015 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან 33 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.