ჯონათან დევიდი მეორე ფეხბურთელია, რომელმაც  2026 წლის მუნდიალზე ჰეთთრიქი შეასრულა - კანადამ კატარს 6:0 სძლია #1TVSPORT
ჯონათან დევიდი მეორე ფეხბურთელია, რომელმაც 2026 წლის მუნდიალზე ჰეთთრიქი შეასრულა - კანადამ კატარს 6:0 სძლია #1TVSPORT

კანადის ეროვნულმა ნაკრებმა მუნდიალების ისტორიაში პირველი მატჩი მოიგო. 2026 წლის ტურნირის მანსპინძელმა A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში კატარი 6:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი კანადელებმა 3:0 მოიგეს – დუბლი შეასრულა ჯონათან დევიდმა, ხოლო ერთი გოლი ლარინის ანგარიშზეა. სალიბამ 64-ე წუთზე სხვაობა ოთხბურთიანი გახადა, რასაც ალ მანაის ავტოგოლი და დევიდის მორიგი გოლი მოჰყვა.

შეხვედრის მანძილზე კატარელთა რიგებიდან მსაჯმა ორი ფეხბურთელი გააძევა – ალ ამინი 33-ე წუთზე, ხოლო მადიბო – 53-ეზე.

აღსანიშნავია, რომ ჯონათან დევიდის ჰეთთრიქი მიმდინარე მუნდიალზეა მეორეა – ერთ თამაშში სამი გოლი პირველმა ლიონელ მესიმ ალჟირთან გაიტანა.

ორი ტურის შემდეგ A ჯგუფში პირველ ადგილზე 4 ქულით კანადის ნაკრებია, ასევე 4 ქულა აქვს შვეიცარიას. მესამეა ბოსნია და ჰერცეგოვინა (1 ქულა), ხოლო მეოთხე – კატარი (1 ქულა).

მსოფლიო ჩემპიონატი 2026, A ჯგუფი | მესამე ტურის განრიგი:

24 ივნისი, 23:00 საათი | შვეიცარია – კანადა (ვანკუვერი)

24 ივნისი, 23:00 საათი | ბოსნია და ჰერცეგოვინა – კატარი (სიეტლი)