ჯონათან დევიდი კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ჯონათან დევიდი კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს #1TVSPORT

კანადელი თავდამსხმელი ჯონათან დევიდი თავისუფალი აგენტის სტატუსით კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

რომანოს ცნობით, მხარეებმა ყველა ფორმარულ შეთანხმებას მიაღწიეს და ფეხბურთელი მალე ტურინში გაემგზავრება. ის „იუვენტუსთან“ მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

25 წლის ჯონათან დევიდი რამდენიმე წელია, ევროპული გრანდების ინტერესის ობიექტია. ის 2020 წლიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით „ლილის“ ღირსებას იცავდა და კლუბი გასული სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

დევიდმა ფრანგული გუნდის შემადგენლობაში 232 მატჩი ჩაატარა და 109 გოლი გაიტანა. კანადის ნაკრების რიგებში კი 67 შეხვედრაში მის ანგარიშზე 36 გოლია.