ჯონათან დევიდი „ატლეტიკოში“ ითამაშებს #1TVSPORT

14:47, 31.08.2026

„იუვენტუსის“ ფორვარდი ჯონათან დევიდი „ატლეტიკოში“ გააგრძელებს კარიერას.

მადრიდულმა კლუბმა მოილაპარაკა კანადის ნაკრების ფეხბურთელის იჯარაზე გამოსყიდვის უფლებით. იჯარისას „ატლეტიკო“ ხელფასის 50 პროცენტს დაფარავს.

გასულ სეზონში დევიდმა სერია A-ს 35 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი