ჯონათან ბარნეტი - გარეთ ბეილი ამერიკულ ლიგაში გადასვლას არ აპირებს
ჯონათან ბარნეტი - გარეთ ბეილი ამერიკულ ლიგაში გადასვლას არ აპირებს

საფეხბურთო აგენტი ჯონათან ბარნეტი, რომელიც „რეალ მადრიდის“ უელსელი ლეგიონერის, გარეთ ბეილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ხმები მისი კლიენტის ამერიკულ ლიგაში (MLS) გადასვლასთან დაკავშირებით გაზვიადებულია. ბარნეტის თქმით, ბეილი ამ ეტაპზე მსგავს წინადადებას არ განიხილავს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდება ფეხბურთი რეგიონში, შესაძლოა, მომავალში ასეთი გადაწყეტილება მიიღოს კიდეც.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბეილი „ინტერ მაიამის“ ინტერესების სფეროშია, თუმცა ამ ხმებს ჯონათან ბარნეტმა სისულელე უწოდა. შეგახსენებთ ასევე, რომ „ინტერ მაიამის“ მფლობელი წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია.

გარეთ ბეილი მადრიდული სამეფო გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავს. ამ პერიოდში ის ერთხელ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ხოლო ოთხჯერ – ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.