ჯონ ვან სხიპი - საბერძნეთის ნაკრებში კარგი განწყობაა და იმედიანად ვართ #1TVSPORT
ჯონ ვან სხიპი - საბერძნეთის ნაკრებში კარგი განწყობაა და იმედიანად ვართ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩამდე საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან სხიპმა ბათუმის ახალ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა. მასთან ერთად ნაკრების მოთამაშე გიორგიოს მასურასი იმყოფებოდა.

პრესკონფერენცია დაიწყო განცხადებით იმის შესახებ, რომ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო საგანგებო განცხადება გაავრცელა და მწუხარება გამოხატა.

ჯონ ვან სხიპი: „საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია და სალონიკში პრობლემები შეგვიქმნეს, მაგრამ ნაკრებში კარგი განწყობა, კარგად მოვემზადეთ და იმედიანად ვართ განწყობილები და ბუნებრივია, მოგება გვსურს.

– საბერძნეთის გუნდის პრობლემა ის არის, რომ ისეთ კომერციულად არც ისე მომგებიან საქართველოსთან და კოსოვოსთან უფრო მეტი პრობლემა ექმნებათ, ვიდრე ლიდერებთან.

– ყველა მეტოქეს დიდი პატივისცემით უნდა მივუდგეთ. საქართველოს ტექნიკური მოთამაშეები ჰყავს, რაც ესპანეთთან დაამტკიცეს, მაგრამ ჩვენ ყველა მეტოქესთან მატჩისთვის უფრო მონდომებით ვემზადებით.

– ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებით საკუთარი გეგმა გვაქვს და მას თუ მივყვებით, შედეგი აუცილებლად გვექნება. თუმცა, ვიმეორებ, საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია და მთავარია, მატჩის დროს სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ.

– ხვალ გამარჯვების შემთხვევაში საბერძნეთი კარგ პოზიციაში იქნება. სექტემბრის მატჩებში დავამტკიცეთ, რომ ყველასთან მოგება შეგვიძლია. ეს ახალგაზრდული გუნდია, რომელიც იზრდება და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“.

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბათუმი არენაზე“ საბერძნეთს უმასპინძლებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კი გუნდი პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს. ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.