ჯონ უოლი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
ჯონ უოლი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი, „ვაშინგტონის“ გამთამაშებელი ჯონ უოლი 2018-19 წლების სეზონის დარჩენილ ნაწილს სრულად გამოტოვებს. მიზეზი მარცხენა მუხლზე დაგეგმილი ოპერაციაა. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ავრცელებს.

პოპულარული გამოცემა წერს, რომ 28 წლის კალათბურთელის აღდგენით პროცესს მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება. უოლს ქუსლის ტრავმა მთელი წლის განმავლობაში აწუხებდა. ბოლო სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ, ექიმებმა კალათბურთელს ურჩიეს პრობლემა ქირურგიული ჩარევით მოაგვაროს.

მიმდინარე სეზონში უოლის საშუალოდ 20.7 ქულასა და 8.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს.