ჯონ ტერი შესაძლოა „ბრისტოლის“ მწვრთნელი გახდეს
ჯონ ტერი შესაძლოა „ბრისტოლის“ მწვრთნელი გახდეს

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა კაპიტანმა, ამჟამად „ასტონ ვილას“ მწვრთნელმა, ჯონ ტერიმ, შესაძლოა „ბრისტოლი“ ჩაიბაროს, – დაწერა „ფუტბოლ ინსაიდერმა“.

რამდენიმე დღის წინ, „ბრისტოლის“ ხელმძღვანელობამ ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ლი ჯონსონი. „ბრისტოლს“ 41 მატჩში 55 ქულა აქვს და ინგლისის ჩემპიონშიფის ცხრილში მე-12 ადგილზეა. ტურნირის ლიდერ „ლიდსს“ 78 ქულა აქვს.

ტერიმ 2018 წლის ოქტომბერში დაასრულა სათამაშო კარიერა და მწვრთნელობას მიჰყო ხელი.