ჯონ ტერი - სანამ „ჩელსიში“ ვიყავი, ჩემი ყიდვა ორ კლუბს სურდა
ჯონ ტერი - სანამ „ჩელსიში“ ვიყავი, ჩემი ყიდვა ორ კლუბს სურდა

„ჩელსის“ ყოფილი მცველი და ამჟამად „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი ჯონ ტერი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც სხვა კლუბში გადასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა აღიარებს, რომ მისი ყიდვა მხოლოდ ორ გუნდს სურდა.

„როდესაც „ჩელსიში“ ვთამაშობდი, ჩემი ყიდვა მხოლოდ ორ კლუბს უნდოდა. ერთ-ერთი მათგანი „ჰადერსფილდი“ იყო. მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და კლუბის წარმომადგენლები ჩემ გაშვებაზე თანახმანი იყვნენ, თუმცა ჯანლუკა ვიალიმ კატეგორიული უარი განაცხადა“, – იხსენებს ტერი, – „შემდეგ იყო „მანჩესტერ სიტი“. მათ ოფიციალურადაც მიმართეს „ჩელსის“, მაგრამ მე კლუბის მფლობელებს შევხვდი და ვუთხარი, რომ გუნდის დატოვება არ მინდოდა. ამის შემდეგ ახალი კონტრაქტი შემომთავაზეს და კიდევ ხუთი წლით დავრჩი ლონდონში“.

ჯონ ტერიმ „ჩელსის“ შემადგენლობაში 1998-2017 წლებში ითამაშა, 492 მატჩი ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა. 2000 წელს ის იჯარის წესით „ნოტინგემ ფორესტში“ გადავიდა, ხოლო კარიერა 2018 წელს „ასტონ ვილაში“ დაასრულა.