ჯონ ოლდრიჯი - სუარესი ვირთხასავით იქცეოდა
ჯონ ოლდრიჯი - სუარესი ვირთხასავით იქცეოდა

„ლივერპულის“ ყოფილმა მოთამაშე ჯონ ოლდრიჯმა „ბარსელონას“ ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი გააკრიტიკა.

„ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში ლივერპულთან სუარესი ვირთხასავით იქცეოდა. მისი ქცევები საზღვრებს გასცდა. მე არ მაქვს პრობლემა იმასთან, რომ მან ლივერპულის კარში გატანილი გოლი აღნიშნა. ფაქტი, რომ მას წითელი მაისური ეცვა, საერთოდაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვან თამაშში გატანილი გოლით ბედნიერი არ უნდა იყოს. მიუღებელი იყო მისი გამოხდომები, როდესაც ლივერპულის მოთამაშეებს ეჯახებოდა. ის ყოველ ჯერზე ეცემოდა, როცა ვინმე მასთან მიდიოდა. სუარესი მშიშარასავით მოიქცა“, – განაცხადა ოლდრიჯმა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება კატალონიაში გაიმართა და ანგარიშით 3:0 „ბარსელონამ“ გაიმარჯვა. დღეს, განმეორებითი მატჩი ლივერპულში შედგება.