ჯონ მაკინროიმ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელები დაასახელა
ჯონ მაკინროიმ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელები დაასახელა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ლეგენდარულმა ამერიკელმა ჯონ მაკინრომ ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელები დაასახელა.

„ტოპ-ოთხეულში შევიყვანდი როდ ლეივერს, პიტ სამპარასს, როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს. ნოვაკ ჯოკოვიჩს მეხუთე ადგილი ერგება, თუმცა მას ჯერ არ მიუღწევია კარიერის პიკისთვის.

საუკეთესო ათეულში მოვახვედრებდი ლიუ ჰოუდას. მსმენია, რომ მას ნებისმიერის დამარცხება შეეძლო, როცა საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა, თუმცა, პირადად არასოდეს შევხვედრივარ.

გვერდს ვერ ავუვლი ბიორნ ბორგს. თავიდან შურის გრძნობა მქონდა. ის ღმერთივით მოჩანდა და ჩემზე მაგარი იყო. მან მოახერხა ჩემი დამარცხება 1980 წლის უიმბლდონის ფინალის მეხუთე სეტში. სწორედ იმ დროისთვის უკვე ხშირი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და დავმეგობდრით“, – განაცხადა მაკინრომ „ტენის ვორლდ“-თან (Tennis World USA) ინტერვიუში.