ჯონ კირბი - ჯო ბაიდენს არ სჯერა, რომ ირანის ისრაელზე თავდასხმა უფრო ფართო ომში უნდა გადაიზარდოს
ჯონ კირბი - ჯო ბაიდენს არ სჯერა, რომ ირანის ისრაელზე თავდასხმა უფრო ფართო ომში უნდა გადაიზარდოს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არ სჯერა, რომ ირანის ისრაელზე თავდასხმა უფრო ფართო ომში უნდა გადაიზარდოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პრეზიდენტს არ სჯერა, რომ საჭიროა ამ მიმართულებით წასვლა“, – განაცხადა კირბიმ.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა თავი შეიკავა, კომენტარი გაეკეთებინა, დაუჭერდა თუ არა მხარს აშშ ისრაელს ირანზე კონტრშეტევის განხორციელებაში.

„ჩემი ინფორმაციით, ისრაელს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი“, – აღნიშნა კირბიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა წითელი ხაზი ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ირანის წინააღმდეგ კონფლიქტში ჩართვაზე, კირბიმ უარი განაცხადა, რამე დაეკონკრეტებინა.