ჯონ კირბი - ირანი თანამონაწილეა, მაგრამ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მას ისრაელში თავდასხმებთან აკავშირებს
ჯონ კირბი - ირანი თანამონაწილეა, მაგრამ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მას ისრაელში თავდასხმებთან აკავშირებს

ირანი თანამონაწილეა, მაგრამ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მას ისრაელში თავდასხმებთან აკავშირებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს არ გააჩნია მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ირანის უშუალო მონაწილეობაზე ისრაელში პალესტინის ისლამისტური ჯგუფის, „ჰამასის“ თავდასხმებში, ირანი თანამონაწილეა.

„ირანი დიდი ხანია, მხარს უჭერს „ჰამასს“ და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს მთელ რეგიონში რესურსების შესაძლებლობების სწავლებით. ასე რომ, ამ მხრივ, ცხადია, ირანი აქ თანამონაწილეა, მაგრამ კონკრეტული მტკიცებულებების თვალსაზრისით ასეთი თავდასხმების შესახებ, არა, ჩვენ არაფერი გვაქვს“, – განაცხადა კირბიმ.