ჯონ ჯონსმა ტიტული ვაკანტური გახადა - „ბოუნსი“ ორგანიზაციას 2021 წლამდე ემშვიდობება
ჯონ ჯონსმა ტიტული ვაკანტური გახადა - „ბოუნსი“ ორგანიზაციას 2021 წლამდე ემშვიდობება

ჯონ ჯონსი აცხადებს, რომ ის საკუთარ ტიტულს ვაკანტურს ხდის და აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატიდან (UFC) დროებით მიდის. აღნიშნული გადაწყვეტილება ნახევრადმძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონმა ორგანიზაციის პრეზიდენტ დანა ვაიტთან უთანხმოების გამო მიიღო.

საქმე ეხება ჯონსის მძიმე წონაში ასპარეზობას და ფრენსის ნგანუსთამ დაპირისპირებას. დანა ვაიტმა ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯონსმა ფრენსის ნგანუსთან ბრძოლისთვის ძალიან დიდი ჰონორარი მოითხოვა, თუმცა ჯონსის თქმით ეს ინფორმაცია სიმართელს არ შეესაბამება. სწორედ ამ უთანხმოების გამო დაიწყო კონფლიქტი ჯონსსა და ვაიტს შორის.

ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე ოფიციალურად განაცხადა, რომ საკუთარ ტიტულს ვაკანტურს ხდის და იმედოვნებს, რომ 2021 წელს ორგანიზაციას ისრაელ ადესანიასთან ბრძოლით დაუბრუნდება.

დატოვე კომენტარი