ჯონ ჯონსმა სტიპე მიოჩიჩთან ბრძოლა ისურვა

13:28, 28.03.2019
INGLEWOOD, CA - DECEMBER 29:  John Jones reacts to being poked in the eye by Alexander Gustafsson of Sweden during a Light Heavyweight titlebout during the UFC 232 event inside The Forum on December 29, 2018 in Inglewood, California.  Jones defeated Gustafsson by KO. (Photo by Sean M. Haffey/Getty Images)

ნახევრადმძიმე წონის დივიზიონის ჩემპიონმა ჯონ ჯონსმა საკუთარი ტიტული იუ-ეფ-სი 235-ზე (UFC 235) ენტონი სმიტთან დაიცვა. როგორც ჩანს, „ბოუნსის“ მიზნები გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ ერთი დივიზიონის ჩემპიონობა.

ჯონსმატვიტერის საკუთარ გვერდზე მძიმეწონოსან ყოფილ ჩემპიონ სტიპე მიოჩიჩთან ბრძოლა ისურვა. პასუხად კი 36 წლის მებრძოლმა ჯონსთან შესახვედრად მზადყოფნა გამოთქვა. ი-ეს-პი-ენის (ESPN) ჟურნალისტმა არიელ ჰელვანმა დაადასტურა, რომ აღნიშნული ბრძოლის გამართვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი ჯონსის მძიმე წონაში გადასვლასთან დაკავშირებით.

ამ დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი დენიელ კორმიე გახლავთ, რომელმაც სწორედ სტიპე მიოჩიჩი დაამარცხა სატიტულო ორთაბრძოლაში. ძნელად სავარაუდოა, რომ ჯონსისა და მიოჩიჩის შესაძლო ორთაბრძოლა ივლისში შედგეს, რადგან ჯონსს ივლისში ტიაგო სანტოსთან ნახევრადმძიმე წონის ტიტული აქვს დასაცავი.

მსგავსი