ჯონ ჯონსმა რეიესთან ბრძოლაზე ისაუბრა
ჯონ ჯონსმა რეიესთან ბრძოლაზე ისაუბრა

ჯონ ჯონსმა დომინიკ რეიესს უპასუხა. სატიტულო ბრძოლის წაგების შემდეგ რეიესმა განაცხადა, რომ მსაჯებმა მას გამარჯვება წაართვეს. ის უკმაყოფილო და იმედგაცურეუბული იყო.

რეიესის გულისტკივილს და უკმაყოფილებას ჯონსმა მალევე უპასუხა.

„დომინიკმა ჩემზე 12-ჯერ მეტი დარტყმა მომაყენა. მე კი ბრძოლა პარტერში რამდენჯერმე გადავიყვანე, ვიყავი აგრესიული 5-ივე რაუნდის მანძილზე და უფრო მეტი ზუსტი დარტყმა განვახორციელე. „დომი“ ფაქტობრივად აღარ ბრძოლობდა საჩემპიონო რაუნდებში (4 და 5) და მას ყოფნის გამბედაობა, რომ მსაჯები გააკრიტიკოს? მე რჩევას მივცემ, რომ გააკრიტიკოს საკუთარი ფიზ-მომზადების მწვრთნელი. კაცმა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დანებება დაიწყო და ახლა დადის სხვადასხვა ადგილებში და უკმაყოფილო გაურკვეველ ინტერვიუებს აძლევს. როდის დაიწყებენ ეს ახალგაზრდა ბიჭები პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას? სწორედ ეს არის ახალგაზრდა სპორტსმენების პრობლემა“.