ჯონ ჯონსმა მომდევნო ბრძოლა დააანონსა
ჯონ ჯონსმა მომდევნო ბრძოლა დააანონსა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად-მძიმე წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი ჯონ ჯონსი მომავალი მეტოქის მოლოდინშია. „ბოუნსმა“ უკანასკნელ დაპირისპირებაში ბრაზილიელი ტიაგო სანტოსი მსაჯების უმრაველობის გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამერიკელმა მებრძოლმა, რომელიც რომან დოლიძის თანაგუნდელიც არის, საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„მხოლოდ რამდენიმე კვირაღა მაშორებს მომდევნო ბრძოლას. ერთი სული მაქვს გაგაგებინოთ, როდის“, – აღნიშნა ჯონსმა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი მეტოქე დაუმარცხებელი დომენიკ რეიესი იქნება. ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაიტმაც განაცხადა. ვაიტმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჯონსის შემდეგი მეტოქე სწორედ დომენიკ რეიესი იქნება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ნახევრად-მძიმე წონის ჩემპიონი მორიგ სატიტული ბრძოლას 2020 წლის დასაწყისში ჩაატარებს.