ჯონ ჯონსმა გაამხილა, რამდენ ბრძოლას გამართავს ბრწყინვალე კარიერის დასრულებამდე

შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთმა სუკეთესო წარმომადგენელმა, ჯონ ჯონსმა ჟურნალისტებთან გაამხილა, რამდენი ბრძოლის გამართვას აპირებს, სანამ ტრიუმფალურ კარიერას დაასრულებს.

„მსურს, რომ მძიმე წონით დივიზიონში ჩემპიონის ქამარი მოვიპოვო და შემდეგ ტიტული ორჯერ ან სამჯერ დავიცვა, – ციტირებს ლეგენდარული მებრძოლის სიტყვებს Bleacher Report. – შერეული ორთაბრძოლებიდან წასვლის შემდეგ, უფრო ჰუმანური საქმიანობით დავკავდები“, – ამბობს 33 წლის ჯონ ჯონსი.

მძიმე წონაში UFC -ის ქამრის მოსაპოვებლად ჯონ ჯონმა სტიპე მიოჩიჩსა და ფრენსის ნგანუს შორის გამარჯვებული უნდა დაამარცხოს. მიოჩიჩისა და ნგანუს ორთაბრძოლა კი მარტშია დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი