ჯონ ჯონსმა ენტონი სმიტთან ტიტული დაიცვა
პირველი რაუნდი მებრძოლებმა საკმაოდ ფრთხილად ჩაატარეს, მეორე რაუნდიდან კი ჩემპიონმა ნელ-ნელა უპირატესობა მოიპოვა და მეხუთე რაუნდის ბოლომდე დამაჯერებლად ლიდერობდა. ჯონსის გულშემატკივრებისთვის საკმაოდ საშიში მომენტი მეოთხე რაუნდში დადგა. მოკრივემ აკრძალული ილეთი გამოიყენა, თუმცა მას ამ შემთხვევაში გაუმართლა, რადგან ენტონი სმიტმა ბრძოლაზე უარი არ განაცხადა და საბოლოოდ დაპირისპირება მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ჯონსმა დისკვალიფიკაციის შემდეგ ჯერ ალექსანდრ გუსტაფსონი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა, შემდგომ კი ენტონი სმიტს სძლია. მას ზედიზედ 16 ბრძოლა აქვს მოგებული.
A DOMINANT champion.
A FEARLESS contender.@JonnyBones defends his belt vs @LionheartASmith on PPV ➡️ https://t.co/01a0qyiBsW pic.twitter.com/ZdU47yACrm
— UFC (@ufc) March 2, 2019
Spinning back kick lands early in round 1 by @JonnyBones #UFC235 pic.twitter.com/8I3oH5JaoT
— UFC (@ufc) March 3, 2019