ჯონ ჯონსმა დომინიკ რეიესთან რემატჩი უარყო, ჩემპიონს იან ბლაჰოვიჩთან დაპირისპირება სურს
ჯონ ჯონსმა დომინიკ რეიესთან რემატჩი უარყო, ჩემპიონს იან ბლაჰოვიჩთან დაპირისპირება სურს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად მძიმე წონითი კატეგორიის ჩემიონმა ჯონ ჯონსმა განაცხადა, რომ მომდევნო ბრძოლის გამართვა დომინიკ რეიესთან არ სურს. შეგახსენებთ, რომ „ბოუნსმა“ რეიესი თებერვალში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და ბევრი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრძოლა ჯონსმა წააგო. UFC-ის პრეზიდენტი დანა ვაიტიც კი აცხადებს, რომ მისი აზრით გამარჯვება რეისისთვის უნდა მიეცათ.

ჯონ ჯონსს სხვა გეგმები აქვს. ჩემპიონის თქმით, მის მომდევნო სამიზნეს პოლონელი იან ბლაჰოვიჩი წარმოადგენს.

„ახლა თურმე მე მეშინია მასთან რემატჩის ? დარწმუნებული ვარ, რომ მე მას 25 წუთიანი ბრძოლა მოვუგე და როდესაც ხარ ჩემპიონი, ყოველთვის გსურს ახალი ხორცის გასინჯვა. მე ვთვლი, რომ მომდევნო ჩემი მეტოქე იან ბლაჰოვიჩი უნდა იყოს“. – აღნიშნა ჯონსმა BJPenn-თან საუბრისას.

ბლაჰოვიჩმა უკანასკნელ ბრძოლაში კორი ანდერსონი ნოკაუტით დაამარცხა. ბოლო ჩატარებული რვა დაპირისპირებიდან პოლონელმა შვიდი მოიგო.