ჯონ ჯონსმა დომინიკ რეიესი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა (ვიდეო)

შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები დიდი ინტერესით ელოდებოდნენ ორი ამერიკელის, ჯონ ჯონსისა და დომინიკ რეიესის ორთაბრძოლას.

ბრძოლა ხუთი რაუნდი გაგრძელდა. ჯონ ჯონსმა მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

ჰიუსტონში გამართული ორთაბრძოლის შემდეგ, უკვე დაიწყო საუბარი ჯონსსა და რეიესს შორის მატჩ-რევანშის ჩატარების თაობაზე.

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის რეიტინგში (ყველა წონით კატეგორიაში) ჯონ ჯონსი ლიდერობს.

32 წლის ჯონს 26 ბრძოლა აქვს მოგებული და მარცხი მხოლოდ ერთხელ იწვნია.