ჯონ ჯონსის თქმით, დევიდ კორმიეს მასთან მესამე ორთაბრძოლის გამართვა არ სურს
ჯონ ჯონსის თქმით, დევიდ კორმიეს მასთან მესამე ორთაბრძოლის გამართვა არ სურს

15 თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, ჯონ ჯონსი ოქტაგონს უბრუნდება. მოგეხსენებათ, ცნობილ მებრძოლი დოპინგ სკანდალში იყო გახვეული, რის გამოც წელიწადზე მეტი გაუცდა. 29 დეკემბერს ჯონ „ბოუნს“ ჯონსი აქტიურ სპორტს ლას ვეგასში, UFC 232-ის ფარგლებში უბრუნდება. მისი პირველი მეტოქე შვედი ალექსანდრ გუსტაფსონი იქნება, რომელსაც მან პირველი ბრძოლა ხუთ რაუნდში გადაწყვეტილებით მოუგო.

ერთერთ ინტერვიუში ჯონსმა, ორ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონთან დენიელ კორმიესთან შესაძლო დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

„მე დიდი ხანია ჩუმად ვარ, თუმცა მოვიდა დრო, რომ ჩემი კუთვნილი ტახტი და გვირგვინი დავიბრუნო, დენიელ კორმიემ გაბედა პირის დაღება და ჩემზე ლაპარაკი. ყველას კარგად ახსოვს ჩემი და მისი დაპირისპირება, ვთვლი რომ მას შანსი არ ჰქონია და არც მომავალში ექნება. რეალურად მას ჩემთან ბრძლა არ სურს“ – განაცხადა ჯონსმა.