ჯონ ჯონსის მწვრთნელი - გამიკვირდება, თუ ჯონსი მეტ ბრძოლას არ გამართავს, თუმცა ამ ეტაპზე ის ტიტულს ნამდვილად ვაკანტურს ხდის
ჯონ ჯონსის მწვრთნელი - გამიკვირდება, თუ ჯონსი მეტ ბრძოლას არ გამართავს, თუმცა ამ ეტაპზე ის ტიტულს ნამდვილად ვაკანტურს ხდის

ჯონ ჯონსის მწვრთნელი მაიკ ვინკლჯონი აცხადებს, რომ ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი ბედნიერი და თავდაჯერებულია იმ გადაწყვეტილებით რაც რამდენიმე დღის წინ მიიყო. როგორც ცნობილია, ჯონსმა დანა ვაიტთან უთანხმოების გამო საკუთარი ჩემპიონის ქამარი ვაკანტური გახადა და ორგანიზაციიდან გარკვეული პერიოდით წასვლა გადაწყვიტა.

„მე ვფიქრობ, რომ ჯონი ამას სრული სერიოზულობით ეკიდება. ის ამჟამად ძალიან ბედნიერია. მას ახლა ეძლევა საშუალება, რომ მეტი დრო გაატაროს ოჯახთან, შვილებთან და მეგობრებთან. პარალელურად ის აქტიურად ეხმარება სამართალდამცავებს ვანდალიზმის ფაქტების აღკვეთაში. რაც შეეხება მის კარიერას შერეულ ორთაბრძოლებში, მიმაჩნია და ვიცი რომ ჯონს კიდევ ბევრი ბრძოლა აქვს გასამართი და მას სურს იმ ჰონორარის მიღება რაც რეალურად ეკუთვნის. აქვე გეტყვით, რომ არ არის გამორიცხული ჯონსმა კრივშიც სცადოს ბედი. მე ვიცი რომ ჯონი ხედავს თუ რამხელა თანხებს გამოიმუშავებენ მოკრივეები. მე რა თქმა უნდა ყოველთვის მადლობელი ვიქნები დანა ვაიტის, იმისათვის რაც მან ჩვენი სპორტისთვის გააკეთა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ორგანიზაციას ფაქტობრივად აქვს მონოპოლია და ხშირ შემთხვევაში მებრძოლებს არასამართლიან ჰონორარებს უხდის. მე ვთვლი, რომ ჯონი გაცილებით მეტს იმსახურებს. მან ეს თავისი კარიერით დაამტკიცა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გარკვეული პერიოდი, შესაძლოა რამდენიმე წელიც კი ჯონი ვერ ვიხილოთ ოქტაგონზე. იმედს ვიტოვებ, რომ UFC გაანაზილებს თუ რას ნიშნავს ჯონი ამ სპორტისთვის და მომავალში უფრო დააფასებს“, – აცხადებს ვინკლჯონი BJPENN-თან ინტერვიუს დროს.

დატოვე კომენტარი