ჯონ ჯონსი - რეიესმა თავდაუზოგავად და უკომპრომისოდ იჩხუბა
ჯონ ჯონსი - რეიესმა თავდაუზოგავად და უკომპრომისოდ იჩხუბა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ჩემპიონმა ჯონს ჯონსმა დომინიკ რეიესთან ორთაბრძოლაში ტიტული კიდევ ერთხელ დაიცვა.

ჯონსმა გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა, თუმცა, ამ ფაქტს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და ბევრი სპეციალისტის აზრით, არბიტრები მიკერძოებულები იყვნენ.

ჯონსმა ბრძოლის შემდეგ ინტერვიუ ESPN-ს მისცა და მოწინააღმდეგის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„არ ველოდებოდი, თუ დომინიკი ასე თავდაუზოგავად და უკომპრომისოდ იჩხუბებდა. მან ბრძოლის ძალიან მაღალი რიტმი შემომთავაზა. ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იყო და მომავალ ბრძოლებში ასეთი მაღალი რიტმისთვის მზად ვიქნები.

დომინიკმა კარგად შემისწავლა და მეც საკუთარი პრობლემები დამანახა. მომდევნო ბრძოლებში კი ეს პრობლემები უკვე აღარ იქნება.“ – განაცხადა ჩემპიონმა.