ჯონ ჯონსი ფრენსის ნგანუს - „შენი არავის ეშინია, აუცილებლად დაგამარცხებ“
ჯონ ჯონსი ფრენსის ნგანუს - „შენი არავის ეშინია, აუცილებლად დაგამარცხებ“

ჯონ ჯონსსა და ფრენსის ნგანუს შორის სიტყვიერი შელაპარაკება სოციალურ ქსელებში გრძელდება. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა მძიმე წონაში გადასვლის სურვილი არაერთხელ გამოთქვა. როგორც ჩანს, ჯონსი ამ ნაბიჯზე სერიოზულად ფიქრობს.

რამდენიმე დღის წინ, ნგანუმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ მიმართა ჯონსს.

„კიდევ აქ ხარ ჯონ?“ – ჰკითხა აფრიკელმა ამერიკელ ჩემპიონს. ჯონსმა ფრენსის მალევე უპასუხა:

„პირველ რიგში შეგიძლია ეგ გამოყოფილი ენა შენი სხვა მეგობრებისკენ მიმართო. დიახ, მე კიდევ აქ ვარ. ცოტა ხნის წინ გავიღვიძე და შენს ბრძოლას ვუყურე დერიკ ლიუისთან. შენ ვერავის შეაშინებ. მე შენი გული დავინახე. შენ დიდი ბიჭი ხარ, რომელიც მხოლოდ ბევრს საუბრობს. ყველას დავანახებ, თუ ვინ ხარ. აუცილებლად დაგამარცხებ“. – დაწერა ჯონსმა ტვიტერზე.

დატოვე კომენტარი