ჯონ ჯონსი ფიქრობს, რომ სეხუდო კარიერას არ დაასრულებს
ჯონ ჯონსი ფიქრობს, რომ სეხუდო კარიერას არ დაასრულებს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის საუკეთესო წარმომადგენელი (ოფიციალური რეიტინგით) ჯონ ჯონსი მიიჩნევს, რომ ჰენრი სეხუდო წასვლას არ აპირებს და კარიერის დასრულების შესახებ მისი განცხადება – მარკეტინგული სვლაა.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს ჰენრი სეხუდო დომინიკ კრუზს შეხვდა და გამარჯვება მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა. ჩემპიონის ტიტულის დაცვის შემდეგ სეხუდომ განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი ბრძოლა იყო და კარიერა დაასრულა.

ჯონ ჯონსი ტვიტერის საკუთარ გვერდზე სეხუდოს განცხადებას ასე გამოეხმაურა: „ვიღაც ახალ კონტრაქტს ეძებს, არ არსებობს, ის პენსიაზე არ გავა“.

დატოვე კომენტარი