ჯონ ჯონსი - ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, რომ ჩემს მიღწევებს და რეკორდებს დაემუქროს ეს ჟორჟ სენტ პიერია (ვიდეო)

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ლეგენდარულმა ჩემპიონმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქამარი ვაკანტური გახადა, ხაბიბ ნურმაგომედოვის კარიერის დასრულებასა და მებრძოლთა საერთო რეიტინგში დაღესტნელის პირველ ადგილზე აღზევებას გამოეხმაურა.

ბოუნსი“ მიიჩნევს, რომ მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლის წოდებას სწორედ ის იმსახურებს. შეგახსენებთ, რომ ჯონსს ჩემპიონის ტიტული კარიერის მანძილზე 14-ჯერ აქვს დაცული, ნურმაგომედოვს კი 3-ჯერ. მას შემდეგ რაც პრომოუშენმა ხაბიბი რეიტინგში პირველ ადგილზე დააწინაურა ჯონსმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა.

„მივმართავ ხაბიბის ყველა ფანს. 15 მსოფლიოს ტიტული 4-ის წინააღმდეგ და თქვენ სერიოზულად საუბრობთ, თუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი? ალბათ ხუმრობთ ხო? ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, რომ ჩემს მიღწევებს და რეკორდებს დაემუქროს ეს ჟორჟ სენტ პიერია, რომელიც უნდა დაბრუნდეს და 2 ჯერ დაიცვას ტიტული იმისათვის, რომ გამითანაბრდეს“, – განაცხადა ჯონსმა.

დატოვე კომენტარი