ჯონ ჯონსი ალბუკერკში მცხოვრებ ოჯახებს საკვებით დაეხმარა
ჯონ ჯონსი ალბუკერკში მცხოვრებ ოჯახებს საკვებით დაეხმარა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი ჯონ ჯონსი, ნიუ მეხიკოს შტატში, ალბუკერკში ცხოვრობს. როგორც ცნობილი ხდება „ბოუნსმა“ რამდენიმე დღის წინ ალბუკერკში მცხოვრები ოჯახები საკვებით უზრუნველყო.

მებრძოლის მხრიდან ეს პირველი საქველმოქმედო აქტი არ არის. 2020 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ჯონმა დაახლოებით 20 000 აშშ დოლარის საკვები შეიძინა და უსახლკაროებს გაუნაწილა.

პოლიციასთან მომხდარი საკმაოდ უსიამოვნო მორიგი ფაქტის შემდეგ ეს საქველმოქმედო აქცია ჯონსის რეპუტაციისთვის ძალიან კარგ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ჯონსი პოლიციამ მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დასაჯა.