ჯონ ჯონსი ალბუკერკის მოსახლეობას ბიზნესის დაცვაში ეხმარება
ჯონ ჯონსი ალბუკერკის მოსახლეობას ბიზნესის დაცვაში ეხმარება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ნახევრადმძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი ჯონ ჯონსი ალბუკერკის ქუჩებში სამართალდამცავებს ვანდალიზმის ფაქტების პრევენციაში ეხმარება. ამაში „ბოუნსს“ „ჯექსონ ვინკის აკადემიის“ წევრებიც ეხმარებიან. როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პარალელურად კი ქუჩებში ვანდალიზმის აქტები მოხშირდა. დემონსტრანტები ანადგურებენ მაღაზიებს, წვავენ მანქანებს და სახლებს.

„ჩვენი მისია არის ნათელი. ყველანი ვიზიარებთ პროტესტს ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ყოველთვის აღვუდგებით წინ რასიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, თუმცა ის რაც ახლა ქუჩებში ხდება არაფერი კავშირი აქვს ჯორჯ ფლოიდის სიკვდილთან. მე არ მივცემ უფლებას არავის, რომ ჩემს ქვეყანას და ქალაქს ზიანი მიაყენოს. ალბუკერკის პოლიციასთან ერთად ჩვენ შევეცდებით, რომ ნებისმიერი მსგავსი ფაქტის პრევენცია მოვახდინოთ. ჩვენ ვართ მამები და ძმები. გვაქვს ბიზნესები და ყველანი ვართ ამ საზოგადოების წევრები. ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ვინმემ უმიზეზოდ დააზიანოს სხვისი ქონება და დაამახინჯოს ჩემი ქალაქი. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ შევეცდებით თითოეული ვანდალიზმის ფაქტი აღვკვეთოთ. ჩვენ მშვიდობით მოვდივართ. მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას მოგცემთ თუ დავინახავთ, რომ კანონს არღვევთ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი სხვაგვარად მოვიქცევით“, – განაცხადა ჯონსმა