ჯონ ბოლტონი - ტრამპისა და ნეთანიაჰუს მმართველობის დროს ისტორიაში აშშ-ისრაელის საუკეთესო ურთიერთობები გვაქვს
ჯონ ბოლტონი - ტრამპისა და ნეთანიაჰუს მმართველობის დროს ისტორიაში აშშ-ისრაელის საუკეთესო ურთიერთობები გვაქვს

დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობის დროს ისტორიაში აშშ-ისრაელის საუკეთესო ურთიერთობები გვაქვს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჯონ ბოლტონის თქმით, ქვეყნის შესაძლებლობა დაიცვას თავი, სახელმწიფოს სუვერენიტეტის მთავარი გამოცდაა.

„მივმართავ რეგიონის ყველა ქვეყანას, ვინც ეჭვობს, რომ აშშ ისრაელს დაიცავს თუ არა. დაფიქრდით კიდევ ერთხელ“, – აღნიშნა ბოლტონმა.

დონალდ ტრამპის მრჩეველმა სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანაზეც გაამახვილა ყურადღება. ჯონ ბოლტონის განცხადებით, სირიიდან ჯარების გასვლის პარალელურად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისრაელის და რეგიონში ვაშინგტონის სხვა მოკავშირეების უსაფრთხოება.