ჯონ ბოლტონი - საგარეო ზეწოლის შესამცირებლად, სომხეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება სჭირდება
ჯონ ბოლტონი - საგარეო ზეწოლის შესამცირებლად, სომხეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება სჭირდება

საგარეო ზეწოლის შესამცირებლად, სომხეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება სჭირდება, – ამის შესახებ ერევანში სტუმრობისას, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა.

ჯონ ბოლტონის თქმით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს ფართო შესაძლებლობები საერთაშორისო არენაზე და არ უნდა იყოს ჩაკეტილი ისტორიულ შაბლონებში.

„თუ ნიკოლ ფაშიანიანი და მისი პოლიტიკური პარტია არჩევნების შემდეგ ძლიერ მანდატს მიიღებენ, დარეგულირების მიმართულებით მტკიცე ნაბიჯების გადადგმისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება“, – აღნიშნა ჯონ ბოლტონმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე თქვა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ რუსული იარაღის შესყიდვა, მოსკოვს ორივე მხარეზე გავლენის დამატებით ბერკეტს აძლევს და კონფლიქტის დარეგულირებისთვის არახელსაყრელი ფაქტორია.