ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ ირანისთვის დაწესებული სანქციებით აშშ-ს არ სურს,  მოკავშირეებს ზიანი მიაყენოს
ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ ირანისთვის დაწესებული სანქციებით აშშ-ს არ სურს, მოკავშირეებს ზიანი მიაყენოს

ირანისთვის დაწესებული სანქციებით აშშ-ს არ სურს, რომ მეგობრებსა და მოკავშირეებს ზიანი მიაყენოს,- ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა.

ჯონ ბოლტონის თქმით, ვაშინგტონის მიზანი ირანის ნავთობის ექსპორტზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელება და ნულამდე დაყვანაა, თუმცა ასევე კარგად ესმის, რომ ქვეყნების ნაწილს, მათ შორის ირანთან გეოგრაფიულად ახლოს მყოფებს, ირანიდან ნავთობის შესყიდვის მაჩვენებლის ნულამდე შემცირება დაუყოვნებლივ არ შეუძლიათ.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ არ მოვდუნდეთ. ჩვენ უკვე ვხედავთ შესყიდვების შემცირებას, მაგალითად ჩინეთის მიერ. ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტები უარს ამბობენ ირანთან ფინანსურ ტრანზაქციებში მონაწილეობაზე. ევროპული ბიზნესები კი ირანს ტოვებენ“, – აღნიშნა ჯონ ბოლტონმა.

აშშ ირანის ნავთობზე სანქციების დაწესებას 5 ნოემბრიდან გეგმავს.