ჯონ ბარნსი - სალაჰისა და მანეს სხვა გუნდში გადასვლა გამორიცხული არ არის
ჯონ ბარნსი - სალაჰისა და მანეს სხვა გუნდში გადასვლა გამორიცხული არ არის

„ლივერპულის“ ცნობილი მცველი ჯონ ბარნსი აცხადებს, რომ სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის სხვა გუნდში გადასვლა სულაც არ არის გამორიცხული და ამ საქმეში მთავარი ის არის, თუ რა სახის ხელფასს შესთავაზებენ ფეხბურთელს.

„ყველა ყიდის თავის ფეხბურთელებს. ასეთია თანამედროვე ფეხბურთის რეალიები. მაგალითად, ბარსელონა იძულებული გახდა, ნეიმარს დამშვიდობებოდა. ახლა მოთამაშეებს მაღალი ხელფასები იზიდავთ. ნებისმიერი ფეხბურთელი, თვით მანე ან სალაჰიც კი, დათანხმდება ტრანსფერს, თუ კვირაში ერთ მილიონ ფუნტ სტერლინგს შესთავაზებენ. გუნდის სტატუსსა და ხარისხს მნიშვნელობა არა აქვს“, – ამბობს ბარნსი.

ჯონ ბარნსი „ლივერპულის“ ღირსებას 1987-97 წლებში იცავდა.