ჯოკოვიჩს პირველობის დაბრუნების შანსი აქვს
ჯოკოვიჩს პირველობის დაბრუნების შანსი აქვს

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ლიდერობის დაკარგვის მიუხედავად, ნოვაკ ჯოკოვიჩი მაინც ინარჩუნებს პირველობის დაბრუნების შანსს. სერბის რეიტინგი დამოკიდებული იქნება ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირში გამოსვლაზე.

რაფაელ ნადალის გასასწრებად, ჯოკოვიჩისთვის აუცილებელია წლის ბოლო ტურნირზე ფინალში გასვლა, ამასთან, ჯგუფში ორი მატჩის მოგებაც სავალდებულოა.

ნადალი არ იქნება დამოკიდებული ჯოკოვიჩის შედეგებზე იმ შემთხვევაში, თუ მთელს ტურნირს წაუგებლად გაივლის. ასეთი სცენარით, ესპანელს გარანტირებული ექნება წლის პირველ ნომრად დასრულება.

უკვე გარკვეულია, რომ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში, სეზონს TOP2-ის მიღმა დაასრულებს.