ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელი ტურნირი მეექვსედ მოიგო #1TVSPORT
ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელი ტურნირი მეექვსედ მოიგო #1TVSPORT

დიდი სლემის ტურნირების 21-გზის გამარჯვებული, ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ის 2022 წლის შემაჯამებელი ტურნირის ტრიუმფატორი გახდა. სერბმა ფინალურ შეხვედრაში ახალგაზრდა ნორვეგიელი კასპერ რუუდი ორ სეტში, 7:5 6:3 დაამარცხა და პრესტიჟული გათამაშება მეექვსედ მოიგო.

ჯოკოვიჩმა ამ წარმატებით როჯერ ფედერერის რეკორდი გაიმეორა. გარდა ამისა, სერბი წლის შემაჯამებელი ტურნირების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულია.

ნოვაკმა ტურინზე რეკორდულად დიდი საპრიზო თანხა – 4 740 300 დოლარი გამოიმუშავა.