ჯოკოვიჩმა თავის ორგანიზებულ საჩვენებელ ტურნირზე კრაინოვიჩთან წააგო

14:01, 14.06.2020

სერბეთში ორი დღეა რაც დაიწყო საჩვენებელი ტურნირი (Adria Tour) ჩოგბურთში, რომლის ორგანიზატორია მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ბელგრადში რვა ჩოგბურთელი შეიკრიბა, რომლებიც ორ ჯგუფად არიან დაყოფილნი. მონაწილეებში რეიტინგის ტოპ-ათეულის სამი წევრია – ჯოკივიჩი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი და გერმანელი ალექსანდრ ზვერევი.

პირველ დღეს მათ მოიგეს თავიანთი შეხვედრები. კვირას მეორე სათამაშო დღეა და პირველივე მატჩში სენსაცია მოხდა – ჯოკოვიჩმა თანამემამულე ფილიპ კრაინოვიჩთან სამ სეტში წააგო.

აქამდე ჩატარებული მატჩების შედეგები:

I დღე

დიმიტროვი (ბულ)-ლაიოვიჩი (სერ) 4:3(2), 3:4 (5), 4:1

ტიმი (ავსტრია)-ძუმჰური (ბოს) 2:0 უარი

ჯოკოვიჩი (სერ)-ტროიცკი (სერ) 4:1, 4:1

ა. ზვერევი (გერ)-კრაინოვიჩი (სერ) 0:4, 4:3(5), 4:3(2)

დიმიტროვი (ბულ)-მილოიევიჩი (სერ) 1:4, 3:4(4)

ტიმი (ავსტრია)-ლაიოვიჩი (სერ) 1:4, 4:1, 4:3(6)

II დღე

ჯოკოვიჩი (სერ)-კრაინოვიჩი (სერ) 4:2, 2:4, 1:4

ა. ზვერევი (გერ)-ტროიცკი (სერ) 4:1, 4:1

მსგავსი