ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალი როლან გაროსის მთავარ ფავორიტად დაასახელა

21:33, 22.09.2020
ROME, ITALY - SEPTEMBER 21: Novak Djokovic of Serbia reacts in his men's final match against Diego Schwartzman of Argentina during day eight of the Internazionali BNL d'Italia at Foro Italico on September 21, 2020 in Rome, Italy. (Photo by Riccardo Antimiani - Pool/Getty Images)

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ ესპანელი რაფაელ ნადალი მთავარ ფავორიტად მიიჩნევა საფრანგეთის ღია პირველობაში გამარჯვებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ რაფამ წააგო გასულ კვირას რომის „მასტერსი“, მას მაინც მივიჩნევ მთავარ ფავორიტად საფრანგეთის ღია პირველობაზე. თუ გავითვალისწინებთ მის მიღწევებს, როლან გაროსზე გამოსვლის ისტორიას, უბრალოდ შეუძლებელია მას წინ ვინმე დაუყენო. რა თქმა უნდა, შვარცმანმა რომში გვაჩვენა, რომ შესაძლებელია ნადალი გრუნტზე დაამარცხო. პირობები, რომელშიც ისინი თამაშობდნენ: ნესტიანი გრუნტი, დაბალი ასხლეტა, ტენიანობა, ღამის სესია – იგივე იქნება პარიზში.

ვიცი, რომ ნადალს მოსწონს მაღალი ასხლეტა. ასევე მოსწონს ცხელი და სწრაფი გრუნტი, რომელშიც მას შეუძლია ბურთის მაქსიმალურად დატრიალება. მიუხედავად იმისა, რომ ის მთავარი ფავორიტია, ვფიქრობ, არიან მოთამაშეები, რომლებიც შეძლებენ ესპანელის დამარცხებას.

არ ვიმედოვნებ, რომ რაფა ვერ მიაღწევს ფინალამდე. მხოლოდ იმის იმედად ვარ, რომ ფინალამდე მე მივალ და ტურნირზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ. ალბათ, ნადალს როლან გაროსის ფინალში გასვლის ყველაზე კარგი შანსი აქვს“, – მოჰყავს სერბის სიტყვები ATP-ის.

მსგავსი