ჯოკოვიჩმა მსოფლიოს 293-ე ჩოგანთან წააგო #1TVSPORT
ჯოკოვიჩმა მსოფლიოს 293-ე ჩოგანთან წააგო #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო ბრისბენის ATP250-ის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა.

„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა მეოთხედფინალში წააგო ამერიკელ რაილი ოპელკასთან, რომელიც რეიტინგში 293-ე ნომერია.

შეხვედრა საათი და 40 წუთი გრძელდებოდა და ოპელკამ ორ სეტში მოიგო – 7:6(6), 6:3. ჯოკოვიჩმა რვა ეისი ჩააწოდა და ვერ გამოიყენა ერთადერთი ბრეიკპოინტი. ამერიკელს 16 ეისი და ხუთი ბრეიკპოინტი ჰქონდა და ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება.

ტურნირის ნახევარფინალში ოპელკას მეტოქე იქნება ფრანგი ჯოვანი პერიკარი.