ჯოკოვიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის პროგნოზი გააკეთა – ფინალში პორტუგალია მექსიკას მოუგებს #1TVSPORT

10:53, 10.12.2025

„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა, სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პროგნოზი გააკეთა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე.

„გავთამამდები და ვიტყვი, რომ გამარჯვებული გახდება პორტუგალია. პორტუგალია ფინალში დაამარცხებს მექსიკას“, – მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები ESPN-ს.

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიისა და მექსიკის ფინალი მოხსენიებული იყო მულტსერიალ „სიმპსონების“ ერთ-ერთ ძველ სერიაში, მაგრამ უცნობია, რომელი გუნდი გახდა ჩემპიონი.

მსგავსი