ჯოკოვიჩმა მსოფლიო 50-ე ნომერთან წააგო და „ცინცინატის“ „მასტერსს“ გამოეთიშა #1TVSPORT

02:14, 16.08.2026

„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო ცინცინატის „მასტერსის“ მეორე წრეში გასვლა.

39 წლის სერბმა მეორე რაუნდში სამ სეტში წააგო არგენტინელ ტიაგო ტირანტესთან – 6:2, 4:6, 4:6. შეხვედრა ორი საათი და 44 წუთი გრძელდებოდა.

მატჩის მსვლელობისას ჯოკოვიჩს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და კორტზე ექიმის გამოძახება მოუწია.

სერბი ჩოგბურთელისთვის ეს იყო პირველი მატჩი 10 ივლისის შემდეგ, როცა მან უიმბლდონის ნახევარფინალი წააგო.

მსგავსი