ჯოკოვიჩმა მადრიდის „მასტერსზე“ პირველი მატჩი მოიგო
ჯოკოვიჩმა მადრიდის „მასტერსზე“ პირველი მატჩი მოიგო

მადრიდის „მასტერსზე“ მეორე წრე დაიწყო და ბრძოლაში ფავორიტები ჩაებნენ, რომლებიც პირველი რაუნდიდან თავისუფალნი იყვნენ.

პირველი ბარიერი მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაძლია. მან ძალიან იოლად დაამარცხა ამერიკელი ტეილორ ფრიტცი – 6:4, 6:2. ამისთვის სერბს მხოლოდ საათი და 15 წუთი დასჭირდა.

ჯოკოვიჩი პრაქტიკულად უშეცდომო იყო საკუთარ მოწოდებაზე. თავის გეიმებში ნოვაკმა მხოლოდ რვა ქულა დათმო და მეტოქეს ერთადერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, რომელიც ფრიტცმა ვერ გამოიყენა. ასევე უნაკლო იყო სერბი ბრეიკ-პოინტების რეალიზაციაში – მან სამი შანსი მიიღო და სამჯერ შეძლო მეტოქის გეიმის მოგება.

მერვედფინალში ჯოკოვიჩი ფრანგ ჟერემი შარდის შეხვდება.