ჯოკოვიჩმა კორონავირუსი დაამარცხა
ჯოკოვიჩმა კორონავირუსი დაამარცხა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დიდი სლემის ტურნირების  17-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი და მის მეუღლე – ელენა, კოვიდ 19-ისგან განიკურნენ.

სერბმა ჩოგბურთელმა კორონავირუსზე ტესტი 23 ივნისს, მას შემდეგ ჩააბარა, რაც მის მიერ ორგანიზებულ საგამოფენო ტურნირზე ვირუსი ჩოგბურთელებს – ვიქტორ ტროიცკის, გრიგორ დიმიტროვს, ბორნა ჩორიჩს დაუდასტურდათ,-ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რამდენიმე საათის წინ ჯოკოვიჩმა და მისმა მეუღლემ კოვიდ 19-ზე ახალი ტესტი ჩაიტარეს და უარყოფითი პასუხი მიიღეს.