ჯოკოვიჩმა კოლშრაიბერს მოგება მიულოცა
ჯოკოვიჩმა კოლშრაიბერს მოგება მიულოცა

სერბმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ინდიან უელსის ტურნირზე დამარცხების შესახებ კომენტარი გააკეთა. ის ორ სეტში, გერმანელ ფილიპ კორშრაიბერთან, ანგარიშით – 4:6 4:6 დამარცხდა.

„სათამაშო პირობები განსხვავებული იყო და იგი უფრო ადვილად შეეგუა ამ გარემოებას. მე კარგად არ მითამაშია. ეს ის დღე იყო, როცა არაფერი არ გამოდგის. მე ფილიპს ვულოცავ გამარჯვებას, მან ტაქტიკურად მაჯობა და კომფორტის ზონიდან გამომიყვანა. გერმანელმა გამარჯვება დაიმსახურა. მას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია,“ – ციტირებს „ეი-ეფ-პი“ (AFP) ჯოკოვიჩს.