ჯოკოვიჩმა და ფედერერმა წყვილებში პირველად ითამაშეს და წააგეს

17:16, 22.09.2018

საჩოგბურთო ვარსკვლავებმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა საჩვენებელი ტურნირის, ლეივერის თასის რანგში წყვილებში ერთად ითამაშეს და სამ სეტში წააგეს სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან და ამერიკელ ჯეკ სოკთან – 7:6(5), 3:6, 6:10.

შეხვედრა ჩიკაგოში, საათი და 29 წუთი გრძელდებოდა. აქამდე, ჯოკოვიჩსა და ფედერერს ერთად არასოდეს ეთამაშათ.

ლეივერის თასი – ეს არის მატჩი ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.

მსგავსი