ჯოკოვიჩმა ასტანაში 90-ე ტიტული მოიგო და წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშიც გაინაღდა #1TVSPORT
ჯოკოვიჩმა ასტანაში 90-ე ტიტული მოიგო და წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშიც გაინაღდა #1TVSPORT

დიდი სლემის ტურნირების 21-გზის გამარჯვებულმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ასტანას ტურნირის მოგებით კარიერაში 90-ე ტიტული მოიპოვა. ფინალში მან ბერძენი სტეფანოს ციციპასი ორ სეტში 6:3 6:4 დაამარცხა.

ჯოკოვიჩმა 500 სარეიტინგო ქულასთან ერთად 550 ათასი დოლარიც გამოიმუშავა. ნოვაკმა 2022 წელს უკვე მეოთხე ტურნირი მოიგო და ასტანაში გამარჯვებით მან წლის შემაჯამებელ შეჯიბრზე ასპარეზობის უფლება გაინაღდა.