ჯოკოვიჩმა აშშ-ის ღია პირველობაზე თამაშის შესახებ მიანიშნა
ჯოკოვიჩმა აშშ-ის ღია პირველობაზე თამაშის შესახებ მიანიშნა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კომენტარი გაუკეთა ახალ ამბავს იმის შესახებ, რომ ამერიკის ღია პირველობა აუცილებლად ჩატარდება.

„ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია იმის ნახვა, რომ ყველა ტურნირი, განსაკუთრებით კი „დიდი სლემის“ ჩემპიონატები ემზადებიან ჩოგბურთელების მისაღებად. ვფიქრობ, ბევრი ადამიანია განწყობილი სკეპტიკურად, განსაკუთრებით ამერიკაში გასამართი ტურნირების მიმართ, რადგან ქვეყანამ პანდემია გადაიტანა. ბევრი, მათ შორის მეც, ვეჭვობდი, რომ აქ ტურნირი გაიმართებოდა. იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს ორ თვეში გარკვეულ შეზღუდვებს შეამსუბუქებენ და კარგ ტურნირს მივიღებთ“, – განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა.

ამასობაში, რამდენიმე ავსტრიულმა წყარომ დაწერა, რომ მსოფლიოს მესამე ჩოგანმა დომინიკ ტიმმა დაადასტურა თავისი მონაწილეობა ამერიკის ღია პირველობაზე.

უფრო ადრე, ორივე ჩოგბურთელმა გამოთქვა ეჭვი ნიუ იორკში თამაშზე იმ მიზეზით, რომ ორგანიზატორებმა უსაფრთხოების ხისტი ზომები შეიმუშავეს.