ჯოკოვიჩის ტურნირის შემდეგ, კორონავირუსით ვიქტორ ტროიცკიც დაინფიცირდა
ჯოკოვიჩის ტურნირის შემდეგ, კორონავირუსით ვიქტორ ტროიცკიც დაინფიცირდა

ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ ბელგრადში ორგანიზებული საჩვენებელი ტურნირის კიდევ ერთ მონაწილეს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ეს არის 34 წლის სერბი ჩოგბურთელი ვიქტორ ტროიცკი.

ტროიცკი მონაწილეობდა ბელგრადის ტურნირში, რომელიც 13-14 ივნისს გაიმართა. შემდეგ კი იანკო ტიპსარევიჩის აკადემიაში გამართულ ტურნირზე თამაშობდა, მაგრამ იქ გამოსვლა ვერ დაასრულა. ოფიციალურ მიზეზად ტრავმა დასახელდა.

ასევე იტყობინებიან, რომ დაინფიცირდა ტროიცკის მეუღლე ალექსანდრა, რომელიც ივლისში ბავშვს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე გამოცხადდა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვისა და ხორვატი ბორნა ჩორიჩის დაინფიცირების შესახებ. ასევე კორონავირუსი აქვთ ჯოკოვიჩის ფიტნეს-მწვრთნელსა და დიმიტროვის მწვრთნელს.